ნიუ-იოკრში საზოგადოებრივი თავშეყრისთვის განკუთვნილ დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენებაზე უარის თქმას აპირებენ. ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა განაცხადა.
ამ გადაწყვეტილების შედეგად ნიუ-იორკი შეემატება იმ რამდენიმე შტატს, სადაც დახურულ სივრცეში ნიღბებს აღარ ხმარობენ.
როგორც ცნობილია, ნიუ-ჯერსიში, კალიფორნიაში, ორეგენოში, კონექტიკუტში და დელავერში ორშაბათს განაცხადეს, რომ სკოლებში და სხვა საჯარო დახურულ სივრცეებში პირბადე აუცილებელი აღარ იქნება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი ამბობენ, რომ ახლა ამის დრო არ არის, რადგან ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ისევ მაღალია.