ნიუ-იორკში წითელას გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, _ აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, როკლენდში, საჯარო სივრცეში აუცრელი ბავშვების ყოფნა აიკრძალა, მას შემდეგ, რაც 153 შემთხვევა დადასტურდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კანონდამრღვევი 500 დოლარით დაჯარიმდება და ასევე, 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება.
ნიუ-იორკის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაავადების გავრცელება გამოვლინდა ვაშინგტონში, კალიფორნიაში, ტეხასში და ილინოისის შტატში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მშობლების ნაწილი ვაქცინას ფილოსოფიური ან რელიგიური მიზეზების გამო აპროტესტებენ ან იმიტომ რომ სწამთ, ვაქცინა ბავშვებში აუტიზმს იწვევს.