ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულთაგან 15 ქართველია.
რუსულ-ქართული სინდიკატის წევრებს ბრალად ედებათ ფულის უკანონოდ გამოძალვა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება.
ნიუ იორკის შტატის პროკურატურამ კრიმინალური დაჯგუფების 27 წევრს ბრალი უკვე წაუყენა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ რეკეტი და ფულის უკანონოდ გამოძალვა, რასაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერმა ქურდების დაჯგუფება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნიუ იორკიდან ლას ვეგასამდე მოქმედებს.
1tv.ge