წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია, ვიდრე ფიქრობთ.
ტელეფონის ეკრანი _ რამდენი თქვენგანი წმენდს მას ბაქტერიების მოსპობის თვალსაზრისით? ალბათ არცერთი და ძალიან სამწუხაროა. თქვენი ტელეფონი ერთ-ერთი პირველი ნივთია, რომლის ეკრანზეც უამრავი ბაქტერია იყრის თავს და ძალიან ხშირად უნდა წმენდდეთ ანტიბაქტერიული საშუალებით ან სპეციალური ხელსახოცით. ნუ დაივიწყებთ როგორც თქვენს, ასევე თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას.
კომპიუტერის კლავიატურა _ შეიძლება კლავიატურის ზედაპირიდან მტვერს რეგულარულად წმენდთ, თუმცა ღილაკებს შორის და ზოგადად შიგნით მტვრის ნაწილაკები, ცხოველური თმა, საკვების ნარჩენები, კანის მკვდარი უჯრედები და ა.შ, მასში ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება.
გასაღები _ ბაქტერიის უამრავი სახეობა იყრის მათზე თავს და ყოველი შეხებისას ის ჩვენს ხელებზე აღმოჩნდება. მათი სისუფთავისთვის გამოიყენეთ ლიმონის წვენი და მარილი, შემდეგ კი კარგად გაამშრალეთ, რათა არ დაჟანგდეს.
პლასტიკური ბარათები _ ფული ერთ-ერთ ყველაზე ჭუჭყიან ნივთად ითვლებოდა, თუმცა დღეს ისინი პლასტიკურმა ბარათებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც მიკრობებითაა სავსე, მათ ხომ მრავალ ბანკომატში ვიყენებთ. ამიტომ კარგი იქნება თუ სადეზინფექციო საშუალებებით ან ანტიბაქტერიული ხელსახოცით ხშირად გაწმენდთ.
სარეცხი მანქანის ფხვნილის ჩასაყრელი კონტეინერი _ გარდა იმისა, რომ სარეცხი მანქანის ფხვნილის ჩასაყრელ კონტეინერში ლაქები გამოიყურება არაესთეტიურად, შეუძლიათ მიაყენონ თქვენს ჯანმრთელობას გარკვეული ზიანი. ყოველი გამოყენების შემდეგ, კარგი იქნება თუ უჯრას დატოვებთ გამოღებულს, რადგან ბუნებრივად გაშრეს. თვეში ერთხელ კი ამოიღეთ და გარეცხეთ ონკანის ქვეშ ჯაგრისით.