იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატს მიიღებენ, რომელიც საერთო ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.
სასამართლო გუშაგის ინფორმაციით, მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს.
დანამატების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღო.
ვრცლად: courtwatch.ge