პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ ტექნიკური მთავრობის განხილვისა და პრემიერობის კანდიდატების ძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა და მათ გეგმებს წინასაარჩევნო ტრიუკები უწოდა.
პრემიერის თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობის და სალომე ზურაბიშვილის ტრიუკებს ფასი არ აქვს, რადგან არცერთ მათგანს არ აქვს პოლიტიკური რეიტინგი.
“ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო ტრიუკები, თუმცა არანაირი ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეიტინგის გათვალისწინებით და მთლიანად კოლექტიური ნაცმოძრაობის პოლიტიკური რეიტინგის გათვალისწინებითაც.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყიში, იმის მიხედვით თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა, მეორე დღესვე სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, რადგან მას მოუწევს იმპიჩმენტის წესით დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა.
იმპიჩმენტს აქვს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა, რადგან იქიდან ერთ თვეში ზურაბიშვილს ისედაც გაუვიდოდა ვადა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ იმპიჩმენტის წესით დატოვოს თანამდებობა,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.