თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის კვლევებისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ნონა ჩხიკვიშვილმა სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა.
ამის შესახებ ნონამ სოციალურ ქსელში დაწერა და მადლობა გადაუხადა თავის პროფესორ-მასწავლებლებს.
“მადლობა კულტურის კვლევების ინსტიტუტს და ჩემს პროფესორებს”, _ დაწერა ნონამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
“გურია ნიუსი” ულოცავს ნონა ჩხიკვიშვილს სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვებას და წარმატებებს უსურვებს მას.