მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი იწყებს მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“.
82 წლის ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ეწვევა და სპეციალურ საჭადრაკო სეანსებს ჩაატარებს. პირველი სეანსი იტალიის ქალაქ პალერმოშია დაგეგმილი.