Nord Stream 2-ის ოპერატორმა, კომპანია Nord Stream 2 AG-იმ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.
“ნორდ სტრიმი გადახდისუუნარო გახდა გასულ კვირას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო” – ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი გამოცემა South China Morning Post-თან.
მისი თქმით, რეგიონულ ხელისუფლებას სამშაბათს ეცნობა, რომ კომპანიამ შეიტანა განცხადება გაკოტრების შესახებ და მთელი მისი 106 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ გასულ კვირას განაცხადეს, რომ ისინი სანქციებს აწესებდნენ რუსული ბუნებრივი გაზსადენის პროექტზე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
[sexy_author_bio]