ზაჰესი-ლილოს დამაკავშირებელი სატრანზიტო მაგისტრალი პარალიზებულია. ნორიოს სკოლის მოსწავლეების მშობლებმა გზა გადაკეტეს.
ირკვევა, რომ ნორიოში სკოლის შენობა, რომელიც 500- მდე ბავშვს უნდა ემსახურებოდეს, უკვე მესამე წელია დაკეტილია.
მიზეზად განათლების სამინისტრო სკოლებში გაჭიანურებულ სარემონტო სამუშაოებს და რეაბილიტაციის პროცესს ასახელებს რასაც მშობლების დიდი პროტესტი მოჰყვა.
მშობლები ამბობენ, რომ თუ სამუშაოები უახლოეს პერიოდში არ დასრულდება, ისინი შვილებს, რომლებიც სხხვადასხვა სოფლებში არსებულ სკოლებში გადაანაწილეს, სკოლაში არ გაუშვებენ.
სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა ყველგან არა. ასეთი 16 სასწავლო დაწესებულებაა სადაც მოსწავალეები მერხების ნაცვლად ისევ ონლაინ სწავლებას დაუბრუნდნენ.
წყარო: newposts