ნორვეგიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორი დღის წინ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ ბრიუსელში შეხვედრის დროს პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ მუსტაფას აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შეუძლია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დიდი იმპულსი მისცეს, თუ ნორვეგიის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.
მოსალოდნელია, რომ პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ოფიციალურ განცხადებებს დღეს ირლანდია და ესპანეთიც გააკეთებენ.
ავტორი