ნორვეგიის ავიახაზებმა “უსაფრთხოების სიტუაციის” გამო უკრაინის თავზე ფრენების შეჩერება გადაწყვიტა. ამის შესახებ ნორვეგიის კომუნიკაციების დირექტორმა ესბენ თუმანმა ტელეარხ TV2 – თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეფასების საფუძველზე, ამიტომ გადავწყვიტეთ შეჩერებულიყო ფრენები უკრაინის თავზე შემდგომი გაფრთხილებამდე.
უსაფრთხოება ყოველთვის პირველ ადგილზეა.
ავიაკომპანია არ დაფრინავს კონკრეტულად უკრაინის აეროპორტებში, მაგრამ იყენებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილის საჰაერო სივრცეს ფრენებისთვის, მაგალითად, უნგრეთის ან თურქეთის მიმართულებით. თუმცა, ახლა ამ დროისთვის ფრენები შეჩერებულია.“ – განაცხადა კმუნიკაციების დირექტორმა
კომპანიამ აღნიშნა, რომ MH17-ის ჩამოვარდნის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ფრენები საერთოდ იქნა აცილებული.
შეგახსენებთ , რომ ბორისპოლისა და კიევის აეროპორტებმა (ჟულიანი) განაცხადეს, რომ ყველა რეისი ამჟამად განრიგშია .
საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც აზღვევს საჰაერო ტრანსპორტს, ორშაბათს, 14 თებერვლიდან, შეწყვეტენ თვითმფრინავების დაზღვევას უკრაინის თავზე ფრენებისთვის საომარი მოქმედებების მაღალი რისკის გამო – ამიტომ ავიაკომპანიები იძულებულნი არიან შეაჩერონ ფრენები .
გარდა ამისა, UkSATSE-მ გააფრთხილა ავიაკომპანიები შავი ზღვის საჰაერო სივრცეში პოტენციურად საშიში ტერიტორიის შესახებ.
რიგმა ავიაკომპანიებმა ან შეაჩერეს ბილეთების გაყიდვა ან გააუქმეს ფრენები. მათ შორის – KLM , SkyUp , Ryanair .
13 თებერვალს, გვიან საღამოს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო სხდომაზე გადაანაწილა 16,6 მილიარდი UAH შავ ზღვაში რუსული სამხედრო წვრთნების დროს ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.