საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზაზა სარალიძემ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზვიად კუპარამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
„ის აბსურდი, რაც გუშინ შსს სამინისტრომ გაავრცელა, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობით ჩემს ციხეში გამომწყვდევას, რომ ის მიმდინარე პროცესები, რასაც მე, ზაზა და მაჩალიკაშვილი ერთად ვაკეთებთ შეანელონ და მოახდინონ ჩვენი დაშლა. მინდა მივმართო გახარიას, რომელსაც ზემოდან აქვს დავალებული, ილუზია ნუ გვექნება, რომ ბახტაძეა გახარიას ხელმძრვანელი, ვგულისხმობ ივანიშვილს, ნუ ექნება ილუზია, რომ ჩემი ციხეში გამომწყვდევით ამ პროცესებს შეაჩერებს. ვიქნებით ციხეში?_იქედან ჩამოვშლით, ვიქნებით ეთერში?_იქედან ჩამოვშლით, ვიდგებით რუსთაველზე?_იქედან ჩამოვშლით. ეს არის აღიარება იმისა, რომ ძალადობრივი სისტემის გარდა ვერაფერს გვიპირისპირებენ“, _აცხადებს კუპრავა.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობს.