ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.
გრეგოროვას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბრიუსელში დადიოდნენ და ითხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.
“ბრიუსელში იყავით? მე ვერ გნახეთ, თუმცა შეხვედრები მქონდა ოპოზიციასთან და თითოეული მათგანი თითქმის გვეხვეწებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამიტომ ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი”, – წერს მარკეტა გრეგოროვა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე სამადაშვილი “ქვეყნის მოღალატედ” გამოაცხადა და თქვა: “ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს”.
ავტორი