ამერიკის შეერთებულ შტატების დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს შინაური ფრინველების კოცნისგან თავი შეიკავონ.
როგორც BBC იუწყება, 43 შტატში სალმონელა 163 ადამიანს დაუდასტურდა. ადამიანების დაინფიცირება კი შინაურ ფრინველებთან კონტაქტს უკავშირდება.
„ნუ კოცნით და ეფერებით შინაურ ფრინველებს. ამით შესაძლოა მიკრობები გავრცელდეს პირში და დაინფიცირდეთ“,_ აცხადებენ სპეციალისტები.
სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქათამი ან იხვი ჯანმრთელად გამოიყურება, შესაძლოა, ბაქტერიის მატარებელი იყოს და დაავადება ადამიანს გადასცეს.
ჯანდაცვის ცენტრის განცადებით, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, დიარეა, კუჭის ტკივილი და ღებინება.
გავრცელებული ინფორმაციით, სალმონელას ბაქტერია – რომელიც გვხვდება ნედლ ან ნაკლებად მოხარშულ ხორცში, კვერცხში ან სხვა საკვები პროდუქტებში – აშშ – ში ყოველწლიურად 1,35 მილიონ ინფიცირების შემთხვევას და 420 სიკვდილს იწვევს.