„ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!“- ამ ლოზუნგით დღეს, თბილისში მოძრაობა „შეცვალე“ აქციის გამართვას გეგმას.
აქციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა:
„ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული გარდაცვალებები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.
დღეს 22 ივლისს, 21:00-ზე ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს საკუთარი მოვალეობები არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები !“- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

































































