| “ძლიერი საქართველო _ ლელოს” მერობის კანდიდატი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნუგზარ ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”დღეს შუაფარცხმის ყოფილი ტყე-პარკის ტერიტორია _ 27 ჰექტარი მიწის ფართობი არ წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ცენტრალურ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია და ტყე პარკი მიტოვებულია! “ძლიერი საქართველო-ლელოს” გეგმის მიხედვით, შუაფარცხმის ყოფილი ტყე-პარკის ტერიტორია, სადაც ადრე ეთნოგრაფიული კუთხე იყო მოწყობილი, დაუბრუნდება ჩოხატაურს და იქ გაშენდება დასვენების პარკი, რის შედეგადაც: _ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; _ სოფლის მოსახლეობა პარკის ტერიტორიაზე შეძლებს თავისი პროდუქციის რეალიზაციას, რითაც გაზრდის საკუთარი ოჯახების შემოსავალს; _ სოფელ შუაფარცხმაში დაიგება ხარისხიანი ასფალტ-ბეტონის გზა; _ და რაც მთავარია ჩოხატაურელი ბავშვებისათვის პარკში იქნება თანამედროვე ატრაქციონები. “ძლიერი საქართველოს-ლელოს” აქვს რეალური გეგმა როგორ გაზარდოს ჩოხატაურში მცხოვრებთა ოჯახების შემოსავალი და როგორ შექმნას ჩოხატაურელი ბავშვების განვითარებისათვის უკეთესი პირობები!” _ წერს ნუგზარ ჩხიკვაძე. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved


































































