სამტრედიაში, “ანზორ მაჩიტიძის სახელობის საჭადრაკო მემორიალზე” ვეტერან მოჭადრაკეთა შორის I ადგილი დაიკავა ლანჩხუთელმა ნუგზარ გვარჯალაძემ.
ინფორმაციისთვის, ანზორ მაჩიტიძის სახელობის საჭადრაკო მემორიალმა სტარტი სამტრედიაში 14 ოქტომბერს აიღო.
წარსულში ცნობილი ჭადრაკის მწვრთნელ- მასწავლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი უკვე მეექვსედ გაიმართა.