_ ამ სერიალს სჭირდებოდა ასეთი გმირი. დანარჩენი, მეორე სეზონში, როგორ იქნება, ლევან ყიფიანი მონასტერში იქნება მამა ლეონიდეს სახელით, თუ ფარცხალაძე მისი ძმა აღმოჩნდება, ამას ვნახახვთ უახლოეს დღეებში _ ასეთ განცხადებას აკეთებს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ზაზა ოქუაშვილის საკნადლურ განცხადებებებზე, ივანიშვილის მხრიდან 4 მილიონის მოთხოვნასა და ფარცხალაძის მხრიდან, ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაგდებასა და მუქარაზე.
ქანთარიასთვის გავრცელებული აუდიოჩანაწრები და ის, რაზეც ოქუაშვილი საუბრობს, “შეთითხნილი” საქმეა, რომელიც მას სერიალს აგონებს:
“თურმე გაუტყავებიათ 1905 წელში და გადასახადებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. კაცი პატიოსნად იხდის თურმე გადასახადებს, მაგრამ დააწვნენ და ბიძინას 4 მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა…თქვენ 4 ლარისთვის გაისვრით ხელს სადმე?”_ მიმართავს ჟურანალისტებს ქანთარია და ამბობს, რომ ივანიშვილისთვის 4 მილიონი 4 ლარია:
“4 მილიონი მილიარდერისთვის ფაქტირად 4 ლარია. ის ახმარებს ამდენ ქველმოქმედებას და 4 ლარი გამოსწოვა თურმე ამდენი დიდი წვალების შემდეგ ასეთ ტანჯულ პერსონას. აუცილებელია პრკურატურამ ძალიან გულუბრყვილო, ბრაზილიური სერიალების მოყვარულ ხალხს აჩვენოს და მათ ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი,” _ განუცხადა ქანთარიამ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში შესვლამდე, სადაც დღეს პარტია სრული შემადგენლობით, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით უკრიბება.
შეხვედრას მათ მიერ მხადრაჭერილი საპრეზიდებტო კანდიდატიც დაესწრება.