ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დაინტერესებულმა, საკუთარი მამულით მოვაჭრე წრეებმა, უპირველესად, ხელისუფლებიდან და არა მარტო ისარგებლეს შიდა პოლიტიკური კრიზისით და კვლავ გააგრძელეს ვაჭრობის პროცესები, რათა მიტაცებული გარეჯის ტერიტორია დაუკანონონ ოკუპანტ ილხამ ალიევს. აღნიშნულის კიდევ ერთი დასტურია პრემიერ ღარიბაშვილის უთავმოყვარეო ვიზიტი ალიევის გამოძახებით ბაქოში. ყველამ გაიგოს, ამ პრობლემის მოგვარება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გასვლას აღდგომის ტაძრის, ჩიჩხიტურის და ყველა იმ მიტაცებული მონაკვეთიდან, რაც მათ ჩაიდინეს სტატუს-ქვოს დარღვევამდე. ნურავინ იფიქრებს შიგნით თუ გარეთ, რომ ამ ვერაგობას ვინმეს შევარჩენთ“, _ წერს შალვა ნათელაშვილი.