ოზურგეთელმა ნუცა ღელეყვამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ისტორიის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულიდან 57 ქულა აიღო.
ცნობისთვის, ნუცა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მას კარგი შედეგი ჰქონდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაშიც, სადაც მაქსიმალური 60 ქულიდან 58 ქულა აიღო. ინგლისურ ენაში კი 69 ქულა.
“გურია ნიუსი” ულოცავს ნუცა ღელეყვას და წარმატებებს უსურვებს!