იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სათაურით _ “გურულ ბირჟაზე გაგონილი ჩვენი ყოფის სატირა”.
_ აია ძამა ცხოვრება? ევროპაში ჩვენ არ გვიშობენ, ნატოში გვინდა – არ გვიშობენ, ევროკავშირი მევინდომეთ – არც იქინე გვიშობენ…. აქანე მუა საღამოს ცხრაი საათი და გარეთ აღარ გიშობენ… მაგას ჯობია თლა მეიკლა თავი!..
_ ო, სასაფლაოზე გიშობენ თუ? _ წერს ბიძინა კულუმბეგოვი.