ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთადერთი პრემიერი, რომელიც წელიწადში 2 – ჯერ მართავდა შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან, _ ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
“ობიექტური ფაქტები, სუბიექტური განწყობით:
ვისთანაც მიმუშავია, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთადერთი პრემიერი, რომელიც წელიწადში 2 – ჯერ მართავდა შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით.
ასეთ შეხვედრებზე რთული ბიუროკრატიული ბარიერები იმსხვრეოდა და გადაწყვეტილებების მიღებაც ჩქარდებოდა…
მადლობა გიორგი გახარიას კოვიდპანდემიის დროს განხორციელებული კრიზისმენეჯმენტისთვის…
წარმატებები ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით, _ წერს კუჭავა.