https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ობიექტები, თვეებია, გაჩერებულია”- ახალი ტენდერი ჩოხატაურში ბაღების ასაშენებლად

16:48; 10.04.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში 2023 წელს დაანონსებული ასაშენებელი საბავშვო ბაღიდან ჯერ აშენებული არც ერთი არ არის. 

კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის 10 მაისს გააფორმა და  სოფელ გუთურში, გოგოლესუბანში,  ზომლეთსა და შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა უნდა გაეხორციელებინა, ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში ცალმხრივად შეუწყვიტეს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის გვერდზე 17 თებერვლით დათარიღებულ კომპანიისადმი მიწერილ  წერილში ვკითხულობთ, სამშენებლო ობიექტები თვეებია გაჩერებულია, ხოლო  შპს “ლაგი კაპიტალს” ხელშეკრულების შეწყვეტამდეც არაერთი გაფრთხილება აქვს მიღებული.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, 2023 წლის 10 მაისს გაფორმდა №GOG/ET/CW/707 ხელშეკრულება სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა” და შპს “ლაგი კაპიტალს” შორის, რათა გახორციელებულიყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურში, სოფელ გოგოლესუბანში, სოფელ ზომლეთსა და სოფელ შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა.

მოგახსენებთ, რომ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ხელშეკრულების და ტექნიკური დავალების შესაბამისად ჰქონდათ სამი თვე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად _ 11 თვე, რომელიც ამოიწურა 2024 წლის 10 ივლისს და დღემდე მხოლოდ მიწის სამუშაოების მოწყობის ეტაპზეა. ობიექტები თვეებია გაჩერებული.

მოგახსენებთ, რომ სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” (წერილი: #1975-გ, 09.08.2024წ.) და შპს სამეცნიერო საპროექტო ტექნოლოგიური საწარმო “ინდუსტრიის”

(წერილები:#09.02.2024-1-1,  09.02.2024 წ; #12.06.2024-1-3, 12.06.2024 წ; #31.10.2024-1-7, 31.10.2024 წ; #16.01.2025-1-2 16.01.2025წ; #80-მ 15.01.2025წ; #27.01.2025-1-2 27.01.2025წ; და ა.შ.) მხრიდან არაერთხელ იყავით,

როგორც სიტყვიერად ასევე, წერილობით გაფრთხილებულები სამუშაოების აქტიურად წარმოებაზე, თუმცა, უშედეგოდ, რადგან დღემდე დაკეტილია ყველა ზემოხსენებული ობიექტი და არანაირი სამშენებლო სამუშაოები საპროექტო ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ #GOG/ET/CW/707 ხელშეკრულების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების ვადად განსაზღვრული იყო 2024 წლის 10 ივლისი და დღემდე იმყოფებით ჯარიმაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, წინამდებარე შეტყობინებით, ხელშეკრულების პირობების თანახმად, სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი” 2025 წლის 17 თებერვლიდან წყვეტს ხელშეკრულებას (#GOG/ET/CW/707).

გაცნობებთ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს რაიმე ქმედების განხორციელების, თანხების გადახდის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ შესასრულებელი (17 თებერვალი, 2025, MRDI-MDF #322-გ) რაიმე სხვა ვალდებულებებისგან, რომლებიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტა არ ზღუდავს დამკვეთის რაიმე უფლებას მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა, მოითხოვოს თანხა, პირგასამტეხლო ან/და აინაზღაუროს მიღებული ნებისმიერი ზიანი, ზარალი ან სხვა ხარჯი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ ტერიტორიიდან თქვენი ქონების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გატანა და გამოყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რათა ხელი შეუწყოთ პროექტის ზედამხედველს იმოქმედოს ხელშეკრულების შესაბამისად და გაახორციელოთ შეწყვეტის შემდგომი ყველა სხვა აუცილებელი ქმედება, რომლებიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით“, _ ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე აწერს.

ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე  31 მარტს გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 129 492 ლარია და განცხადებები 8 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით მიიღება.

რაც შეეხება დანარჩენ 4 საბავშვო ბაღს, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ 2023 წელს ინიცირებული   პროგრამით ახალი ბაღების აშენებას ითვალისწინებს, როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს,  ბაღები აშენდება იანეულში, ქვენობანში, დაბლაციხესა და გორაბერეჟოულში, თუმცა ჯერჯერობით როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, ტენდერი გამოცხადებული არ არის.

აქვე, ინფორმაციისთვის ვიტყვით, რომ დიდთოვლობის შედეგად იანეულის საბავშვო ბაღის სახურავი დაზიანდა, რის გამოც, აღსაზრდელები მეზობელი სოფლის _ ბუკისციხის საბავშვო ბაღში გადაიყვანეს და ბაღი დროებით დახურეს.

ამას გარდა, ტენდერების გვერდიდან ირკვევა, რომ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩოხატაურის #1 საბავშვო ბაღის და ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვაზე მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერზე, წინადადებების მიღების ვადა 1 აპრილს დაიწყო და 4 აპრილს ამოიწურა.

ტენდერების გვერდიდან ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის გახორციელება “ამხანაგობა მეგა ჰაუს” სურს და  სხვა შეთავაზებაც გვერდზე არ იძებნება. ამ ეტაპზე შეფასება-შერჩევის ეტაპი მიმდინარეობს.

“პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ შესწავლილი იქნა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:

“ამხანაგობა მეგა ჰაუსის” პროფილის დოკუმენტაციის ველში ატვირთულია ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ (ხსენებული დოკუმენტი, დადგენილი წესით დამოწმებულია ნოტარიულად). 3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ამხანაგობის წევრთა შემოწმებით დადგინდა, რომ “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” წევრები რეგისტრირებულნი არიან სისტემაში როგორც მიმწოდებლები და არც ერთი მათგანი შავ სიაში რეგისტრირებული არ არის.

“ამხანაგობა მეგა ჰაუსის” ხელშეკრულებით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ, განსაზღვრულია, რომ ამხანაგობის მმართველია თენგიზ დიდმანიძე, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულება არ მოიცავს ინფორმაციას, ამხანაგობის მონაწილეთაგან რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელია ბატონი თენგიზ დიდმანიძე და რა ფუნქცია–მოვალეობები აკისრია მას ამ ორგანიზაციაში.
“
ამხანაგობა მეგა ჰაუსის” ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ შედგენილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის შესაბამისად (დასაზუსტებელია, ამხანაგობის მონაწილეთაგან რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელია ბატონი თენგიზ დიდმანიძე და რა ფუნქცია–მოვალეობები აკისრია მას ამ ორგანიზაციაში).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია ამხანაგობის მონაწილეთა მიერ წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ: საპროექტო მომსახურებას გაწევს შპს “მეგავატ.ჯი“; სამუშაოებს შეასრულებს შპს “ჰაუს–ტოპი 2009″.

2) “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” მიერ წარმოდგენილი არ არის წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 3) “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” მიერ წარმოდგენილი არ არის წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხმობები: თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე და თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებისა (დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი) და ობიექტის დაზღვევის შესახებ.

4) “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” მიერ წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტის ღირებულებაა 1,830,175.19 ლარი, დღგ–ს გარეშე, ხოლო მის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასია 1,464,140.16 ლარი, დღგ–ს გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ დასაზუსტებელია მის მიერ წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტი, მისივე სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისად.

სატენდერო კომისიის წევრებმა დაადგინეს: 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 27-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების და მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ოქმის (ოქმი N2) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის თარიღიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში, “ამხანაგობა მეგა ჰაუსის” მიერ, სისტემის მეშვეობით, წარმოსადგენია:

  1. I) ინფორმაცია, ამხანაგობის მონაწილეთაგან რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელია ბატონი თენგიზ დიდმანიძე და რა ფუნქცია–მოვალეობები აკისრია მას ამ ორგანიზაციაში.
  2. II) წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის2.1 პუნქტით (კომპონენტი #1 და კომპონენტი #2) განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

III) წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხმობები: თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე და თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებისა (დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი) და ობიექტის დაზღვევის შესახებ, დამოწმებული პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.

  1. IV) დაზუსტებული პრეისკურანტი, შემდეგი შენიშვნების სავალდებულოდ გათვალისწინებით:

_ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტის ღირებულებაა 1,830,175.19 ლარი, დღგ–ს გარეშე, ხოლო მის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასია 1,464,140.16 ლარი, დღგ–ს გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ დასაზუსტებელია მის მიერ წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტი, მისივე სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისად.

_ დაზუსტებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულება არ უნდა აჭარბებდეს პრეტენდენტის მიერ, სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ფასს.

_ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები (ერთეულის ღირებულებები) არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ღირებულებებს (ერთეულის ღირებულებებს). პრეტენდენტმა, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა (1,830,175.19) და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ, პრეისკურანტის ღირებულებას _ სატენდერო წინადადების ფასს (1,464,140.16) შორის არსებული პროცენტული სხვაობის მიხედვით. პრეტენდენტი ვალდებულია, პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ღირებულებები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის _ თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).

_ დაზუსტებული პრეისკურანტი წარმოსადგენია როგორც Excel-ის, ასევე PDF დოკუმენტის სახით და PDF დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით“.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება7Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:55; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო _ საია

12:31; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

12:07; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

კაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

10:15; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22 იანვარი, 2026

"შარშანდელზე ნაკლები ფასებია, ცოტათი, მაგრამ მაინც..." _ წინასააღდგომო ბაზარი ოზურგეთში

ახალი პოლიტიკური მოძრაობა "სართული - ახალი თაობის ძალა" დაფუძნდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სამი მოქალაქე იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ

14:15; 23.01.2026
პოლიტიკა

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ, პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ“ – ვაშაძის კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ

13:28; 23.01.2026
ფინანსები

ლარი გამყარდა – რა ღირს დოლარი და ევრო

13:08; 23.01.2026
სამართალი

გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ

12:59; 23.01.2026
საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:55; 23.01.2026
სამართალი

თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში „მეთადონის“ შემცველი 30 აბი აღმოაჩინეს

12:42; 23.01.2026
საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო _ საია

12:31; 23.01.2026
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

12:07; 23.01.2026
Sweet child playing with plastic blocks
ზაფრანი

როგორია თქვენი ბავშვი?

10:53; 23.01.2026
ზაფრანი

რომელია თქვენი იღბლიანი კვირის დღე

10:52; 23.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

10:50; 23.01.2026
საზოგადოება

კაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

10:15; 23.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

10:12; 23.01.2026
ზაფრანი

ვინ იმყოფება ზეციური ძალების დაცვის ქვეშ 

9:50; 23.01.2026
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო