დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ლიტერატურული კონკურსის, „ოდეონის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი – მარიამ თაბუკაშვილი, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; მეორე ადგილი – თამთა პავლაძე , სოფელ ბორის საჯარო სკოლა; მესამე ადგილი – ელენე გორგაძე, ბორითის საჯარო სკოლა. კონკურსი რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით რამდენიმე წელია იმართება. წელს პირველად ახალგაზრდებს შორის გაიმართა. კონკურსი ხარაგაულის ახალ რეკრეაციულ სივრცეში, განახლებულ კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ცის ქვეშ 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვალერი გოგნაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე და მარინე ვეფხვაძე. ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და მასში 13 წლიდან 18 წლამდე ასაკის, 43 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა.
ავტორი