რომის პაპმა ფრანცისკემ, საკვირაო წირვისას წმინდა პეტრეს მოედანზე, მრევლს მაგიდასთან ტელეფონების გამოყენების ნაცვლად ერთმანეთთან საუბრისკენ მოუწოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპმა განაცხადა, რომ იოსები, მარიამი და იესო სამაგალითო ოჯახი იყვნენ, რადგან ლოცულობდნენ, მუშაობდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდენ.
„არ ვიცი, თქვენს ოჯახებში არის თუ არა კომუნიკაცია, თუ თქვენს ოჯახებში არ იცით ურთიერთობა, თუ იმ ბავშვებივით ხართ, რომლებიც მაგიდასთან მობილურ ტელეფონებში იყურებიან… როცა ისეთი სიჩუმე დგას, როგორც წირვაზე, მაგრამ ერთმანეთთან არავინ ურთიერთობს.
ჩვენ, ჩვენს ოჯახებში კომუნიკაცია უნდა დავაბრუნოთ.
მამებო, მშობლებო, შვილებო, ბაბუებო, ბებიებო, ძმებო და დებო – ეს არის ის დავალება, რომელიც უნდა შევასრულოთ,“_ თქვა ფრანცისკემ.
რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თაობებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.