გუშინდელმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრები გოგოლაძეების ოჯახს.
დაზიანებულია სახლის სახურავი და ჩამოშლილია ერთი კედელი.
სახლში, 20 წლის გიგა, რომელსაც ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა დედ-მამა, ავადმყოფ ბიძასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს.
როგორც მან “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, სოციალური დახმარება დედის გარდაცვალების შემდეგ მოუხსნეს და ახლა მათი შემოსავალი მხოლოდ ბებიას პენსიაა.
დაზარალებული ოჯახი დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოინახულა და დახმარება აღუთქვა.
საერთო ჯამში, ჩოხატაურში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 700 000 ლარს აღწევს.