დღეს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში მსვლელობა გაიმართება.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეკრების დრო და ადგილებია: ჩოხატაურში,წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარი, 12 საათი, ასევე ოზურგეთშიც 12 საათი – საკათედრო ტაძარი, ლანჩხუთშიც, 12 საათი- საკათედრო ტაძარი.
როგორც ცნობილია, საკათედრო ტაძრებში ჯერ აღევლინება პარაკლისი, შემდეგ კი მსვლელობა დაიწყება.