ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა საბამ პარაკლისი აღავლინა, რომლის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობას მოქალაქეებთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ. „ოჯახის სიწმინდის დაცვა სახელმწიფოს ძლიერების უმთავრესი საფუძველია. ჩვენი ქვეყნის ტრადიციები ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას. სწორედ ქრისტიანობა გვასწავლის ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, ტოლერანტობას და სამშობლოს ერთგულებას. დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაწესდა. ეს დღე მთელ საქართველოს გვაერთიანებს და გვაჩვენებს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მრევლის სიმტკიცეს. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას. დღევანდელი დღის მადლი შესწეოდეს სრულიად საქართველოს!“ _ აღნიშნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved