საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამი დღის წინ გაუჩინარებულ 82 წლის ქალს ეძებენ.
სოფელ გომბორში მცხოვრები ევა თურმანაული სახლიდან 8 ივნისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ახლობლების ინფორმაციით, ხანდაზმულ ქალს, ალცჰაიმერის სიმპტომები აღენიშნება.
ოჯახის წევრებმა უკვე შეატყობინეს პოლიციას და სამაშველო სამსახურს, რომლებიც ძებნის პროცესში ჩაერთნენ.