„ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება – 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება გათვალისწინებული“ _ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი კანონპროექტის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას. მაგალითად, იმ პირებს, რომლებიც შემაკავებელ და დამცავ ორდერებს დაარღვევენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ იქნება, ასევე, მკაცრი სანქციები. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, აგრეთვე, გახდება დამამძიმებელი გარემოება და თავად ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის სანქცია მკაცრდება – გათვალისწინებული იქნება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.