ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის მეუღლეზე წლების განმავლობაში სიტყვიერად ძალადობდა:
_ სვამდა და მეუღლეს სულ აგინებდა. არც შვილებს ინდობდა. ვეღარ გაუძლო ქალმა და პოლიციაში უჩივლა, _ გვითხრეს დაკავებულის მეზობლებმა.
ბრალდებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.
მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.