„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონების პაკეტს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე განიხილავს. კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა დანიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, ქორწილი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა და ალტერნატივა არ დაიშვება, იკრძალება სქესის შეცვლის ოპერაცია, ცვლილებები ეხება შვილად აყვანას, პროპაგანდა იკრძალება განათლების სექტორში. კანონი სულ 8 საკითხს ეხება, რომლის მოწესრიგებაც 19 კანონში ცვლილებებით იგეგმება.