ამ წუთებში სუფსაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით.
“ოკეანეა გზა კი არა. ყველგან ორმოებია. ვერ გაივლის კაცი, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ შემოდის. არც ქუჩის განათება გვაქვს და არც ნაგვის ურნა გამოიმეტეს ამ უბნისთვის”, _ ამბობენ აქ შეკრებილები და გზის გადაკეტვასაც აანონსებს თუ ყურადღებას არ მიაქცევენ.