პატრიარქის ყოფილი მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროს სოსო ოხანაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მამა მიქაელ ბოტკოველი სოსო ოხანაშვილს ნაძირალას უწოდებს, _ ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელმა “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ეს არის აბსოლუტური სიბეცე, ვინ თქვა წარმოდგენა არ მაქვს. თუ ამას ოხანაშვილი ლაპარაკობს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ნაძირალაა და ის ყველაფრისთვის მზადაა, რომ თქვას”, _ თქვა მამა მიქაელ ბოტკოველმა.