ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, მწვრთნელ დავით მჟავიას ხელმძღვანელობით, მსოფლიო ჩემპიონის მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ორი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
48 კგ. წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა თამაზ ღლონტმა, რომელმაც ოთხივე შეხვედრაში მეტოქეები აშკარა უპირატესობით დაჯაბნა. ჯერ კახელ მოჭიდავეს 9:0 მოუგო, შემდეგ კი ევროპის ვერცხლის პრიზიორი და საქართველოს ნაკრების წევრი, მისი უშუალო კონკურენტი, აჭარის წარმომადგენელი ანრი თავართქილაძე დაამარცხა 8:0. ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის ნაკრების წევრს სძლია10:0, ფინალში კი ბათუმელი მეტოქე დაამარცხა 9:0, რითაც, საბოლოოდ, განიმტკიცა ადგილი ჭაბუკთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
რაც შეეხება კიდევ ერთ ლანჩხუთელ მოჭიდავეს, ლუკა ჭყონიას, მან ძლიერი ტრავმით გამოწვეული ერთ წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო ხუთი შეხვედრიდან ოთხის მოგება, რითაც ბრინჯაოს მედალთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში მიიღო კუთვნილი ადგილი.
გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოს ნაკრების სახელით დეკემბერში მონაწილეობას მიიღებენ ირანში საერთაშორისო ტურნირში, რომელიც გუნდურია.