ცოტა ხნის წინ ინდოელმა ბიზნესმენმა პანკაი პარახმა საკუთარ თავს დაბადების დღეზე საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა.
მისთვის სპეციალურად ფაბრიკაში ოქროსაგან დაამზადეს პერანგი. პერანგის წონა დაახლოებით 4 კილოგრამს შეადგენს და მისი ფასი 211 000 დოლარია.
პერანგს ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 20 სპეციალისტი ამზადებდა. სამუშაო რთული იყო. ბიზნესმენი გამოუტყდა ჟურნალისტებს რომ მას სურს გინესების რეკორდების წიგნში მოხვედრა.
პანკაიმ აგრეთვე განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარს ოქროს ნივთები და რომ მის გარეშე სიარული ძალიან უჭირს. ახლა კი პანკაი უკვე 4-კილოგრამიანი პერანგის მფლობელია და დაცვის თანხლებით ადვილად გადაადგილდება ამა თუ იმ ტერიტორიაზე.