ოკუპანტები ღამით კამიკაძე დრონებით დნიპროს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
“ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ხუთი მოძრავი საბრძოლო მასალა. დნიპროში დრონებით დაბომბეს ლოჯისტიკური კომპანია. დაიჭრა კომპანიის ოთხი თანამშრომელი. ყველა საავადმყოფოშია. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა”, – იუწყება რეზნიჩენკო ტელეგრამში.
მისივე თქმით, დარტყმის შედეგად 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად განადგურდა საწარმოს საწყობები.