ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე, ჯიხაშკარში მცხოვრები გიორგი ზარანდია დააკვეს.
მისი აყვანა ენგურის ხიდზე მდებარე საგუშაგოსთან მოხდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ 1984 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.