სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დილიდან განაახლეს სამუშაოები. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის სავარაუდოდ რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ. ამ დროისთვის ადგილზე 6 რუსი ოკუპანტი იმყოფება. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და ბეტონით მოპირკეთება
ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მათ თავიანთ ბაღებთან მისვლის საშუალება აღარ ექნებათ.
სამუშაოები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, ხურვალეთთან გუშინ დაიწყო.
წყარო: პირველირადიო