რუსმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს. თავდაპირველად რუსებმა ტაძრის კარი 3 თვის დაკეტეს, თუმცა ადგილობრივებმა მისი გახსნა შეძლეს. რამდენიმე დღის წინ იგივე განმეორდა.
სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ოკუპირებულია მეორე სალოცავიც, საუბარია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე, რომელში შესვლის საშუალებაც ადგილობრივებს არ აქვთ.
გარდა ამისა, კირბალში მცხოვრებლები ყვებიან, რომ როცა მწყემსებს საქონელი საძოვარზე გაჰყავთ, ოკუპანტები ჩასაფრებულები არიან და ადგილობრივებს უკანონოდ აკავებენ.
“სალოცავებზე ვეღარ მივდივართ, საფლავებზე ვეღარ მივდივართ. ლომისის ეკლესია გვაქვს კარები აგვიჭედეს უკვე მესამე თვეა. არავინ ჩვენი პატრონი არ არის, ყურადღებას არავინ გვაქცევს. 3 დღის წინ სოფლის თავზე იყვნენ ჩამოსული რუსები, მენახირეებს ელოდებოდნენ რომ წაეყვანათ, სოფელმა დაინახა, გავაფრთხილეთ და ნახირიც აღარ გაუშვეს საძოვარზე. ძალიან გაჭირვებაშია სოფელი… თითქმის სოფელში შემოდიან უკვე”, – ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
ფოტო: დავით ქაცარავა
წყარო: მთავარი არხი