16 თებერვალს, გამთენიისას უკრაინის მასშტაბით გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის განგაშის დროს, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ლვოვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, ხოლო ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
შეტევის მაუწყებელი სიგნალი ქალაქში 02:54-დან 4:26-მდე გაგრძელდა.
ბოლო 13-14 თებერვალს უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი ოკუპანტების 2 თვითმფრინავი – Су-24М და Су-25 ჩამოაგდეს, ინფრომაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს თავს 20-ზე მეტ ლოკაციაზე დაესხნენ – მათ შორის, სამეთაურო პუნქტებსა და საბრძოლო მასალების საცავებს.
ავტორი