უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის მოქალაქეები ოკუპანტების მოწამვლას განაგრძობენ.
უკრაინელები ოკუპანტებს ებრძვიან ყველა საშუალებით. ჩვენი მონაცემებით, იზიუმის რაიონის მაცხოვრებლები გაუმასპინძლდნენ რუსეთის ფედერაციის მესამე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას მოწამლული ღვეზელებით.
,,მოქალაქეები წინააღმდეგობას უწევენ ოკუპანტებს ყველა შესაძლო საშუალებით. არსებული ინფორმაციით, იზიუმის რაიონის (ხარკოვის ოლქი) ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზია მოწამლულია ღვეზელებით „უმკურნალეს“. შედეგად, ორი ოკუპანტი ერთდროულად დაიღუპა, 28 კი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა ზუსტდება.“ – წერს, სადაზვერვო სამმართველო.
მათივე ინფორმაციით, მესამე მოტომსროლელი დივიზიის 500 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში უცნობი წარმომავლობის ალკოჰოლით მოწამლული წევს
,,რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის კიდევ 500-მდე სამხედრო მოსამსახურე გაურკვეველი წარმომავლობის მძიმე ალკოჰოლური მოწამვლის გამო საავადმყოფოებში იმყოფება.
რუსეთის სარდლობა ამ შემთხვევებს ე.წ „არასაბრძოლო დანაკარგებს“ უკავშირებს.” – აღნიშნავს სადაზვერვო სამმართველო.
ცნობისთვის, 19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ბებიამ 8 რუსი სამხედრო ღვეზელებით მოწამლა.