საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა.
1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს დღეს ოზურგეთში.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში პერფორმანსი გაიმართა.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილებისა და ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.