https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოკუპაციის კვალდაკვალ

8:03; 13.03.2019
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი ცხინვალის რეგიონზე. რუსებმა 103 ქართული სოფელი (3800კმ2) მიიტაცეს, თუმცა, რასაკვირველია, ეს არ იკმარეს და მალევე დაიწყეს მორიგი პროვოკაციები მოსახლეობისა და ხელისუფლების დასაშინებლად: ე.წ საზღვრის „უკანონოდ დარღვევისთვის“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დღემდე აპატიმრებენ ქართველებს, დღემდე გრძელდება მცოცავი ანექსია, რომლის პირველი შემთხვევაც 2011 წელს ხურვალეთსა და ქვემო ნიქოზში დაფიქსირდა. ე.წ ბორდერიზაციის შედეგად, ომის შემდეგ დამპყრობლების მხარეს კიდევ 32 ქართული სოფელი მოექცა.

სამწუხაროდ, დღეს რუსების თავხედურ ქმედებებს ვერაფრით პასუხობს ქართული სახელმწიფო, რის გამოც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობა სრულიად დაუცველია. რუსი აგრესორები თავის ნებაზე გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, იტაცებენ მოსახლეობას, გადმოაქვთ ე.წ საზღვრები. მიმდინარე წელს ლაგოდეხიდან ორი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელიც კი გაიტაცეს რუსმა „მესაზღვრეებმა“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი პროვოკაციული ქმედებისთვის არ უგიათ პასუხი არც ქართველების წინაშე და არც საერთაშორისო ასპარეზზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ზედმეტ თავშეკავებულობას და სუსტ საგარეო პოლიტიკას უნდა მივაწეროთ.

რაში სჭირდებათ რუსებს ეს ყველაფერი?

რუს ერს იმპერიალისტური მისწრაფებები სისხლში აქვს. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ტერიტორიის 80% ჯერ კიდევ არ აუთვისებია, სამაგიეროდ, მასიურად აწარმოებს დაპყრობით ბრძოლებს: მთელი ჩრდილოეთ კავკასია აქვს დაპყრობილი, ანექსირებული საქართველოს 20% და უკრაინის 7%. დამპყრობელი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩევა დიდი აგრესიით. ასეთ დროს კი, საქართველოს მსგავსად, განსაკუთრებით იჩაგრებიან მცირე ერები. საქართველო 2008 წელს შეებრძოლა უზარმაზარ რუსეთის იმპერიას, რაც რუსებმა თავხედობად და თავგასულობად აღიქვეს. ფაქტია, საქართველო აღარ იყო რუსული გავლენების ქვეშ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ცხინვალში ჯერ კიდევ 2004 წლიდან წამოეწყოთ პროვოკაციული მოქმედებები, რის შედეგადაც საქართველოს უნდა შეშინებოდა, შეეცვალა დასავლეთისკენ მკვეთრად მიმართული გეზი და კვლავ ჩრდილოეთისკენ წასულიყო, თუმცა მონობაში დაბრუნება აღარ სურდა ქართულ საზოგადოებას.

საქართველო აგრძელებდა განვითარებასა და დასავლეთისკენ სწრაფვას, რაც ვეღარ აიტანა რუსეთმა და 2008 წელს ცხინვალის რეგიონზე მიიტანა იერიში. იხოცებოდა ქართული მოსახლეობა, ვერ ხერხდებოდა დაჭრილების გამოყვანა, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის დასაცავად გადაწყვიტა ცხინვალის რუსებისგან გათავისუფლება. ბრძოლის პირველ დღეებში დიდ წარმატებებს მიაღწია ქართულმა არმიამ, შეაჩერა რუსების მასობრივი შეტევები და გადავიდა კონტრშეტევაზე.

დიდი დანაკარგი ჰქონდათ რუსებს, ამიტომ გამწარებულ პუტინს სრული სამხედრო მობილიზების გამოცხადება დასჭირდა და დაიწყო საქართველოზე სრულმასშტაბიანი შეტევა, რასაც, ბუნებრივია, პატარა ქვეყანა ვერ გაუძლებდა. სამაგიეროდ, ომის პერიოდში წარმატებებს მივაღწიეთ საერთაშორისო ასპარეზზე, თბილისისკენ დაძრული რუსული კოლონა რუსთაველის გამზირზე მდგარმა 7 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტმა და შავ ზღვაში შემოსულმა ამერიკულმა სამხედრო ფლოტმა შეაჩერა.

მორიგი დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად, გავლენების გასაძლიერებლად, ხალხში შიშის დასანერგად რუსებმა 2008 წლის ომის შემდეგ რეგულარულად დაიწყეს ხალხის გატაცება და 2011 წლიდან უკვე საზღვრების გადმოწევა. ბრძოლისგან შეშინებული ხელისუფლება კი წინააღმდეგობას ვერ უწევს რუსების თავგასულობას. სახელმწიფოს უმოქმედობა და დუმილი კიდევ უფრო ზრდის მოსახლეობაში შიშს რუსეთის მიმართ და ერის ბრძოლისუნარიანობაც მინიმუმამდე დაჰყავს, რადგან საზოგადოება დაუცველად, უსუსურად გრძნობს თავს და აღარ სჯერა გამარჯვების. ეს ყველაფერი კი აყალიბებს ნიჰილისტურ დამოკიდებულებას, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის დამღუპველია.

რუსების მიზანიც ესაა, დემორალიზებული ხალხის დამორჩილება და მართვა ყველაზე მარტივია.

რას აკეთებს დღეს საქართველო რუსების შესაჩერებლად?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უამრავი ბერკეტი აქვს „მცოცავი ოკუპაციისა“ და გატაცებების აღსაკვეთად, შიშის ფაქტორი დღესაც თავშეკავების ყველაზე დიდი მიზეზია. დღეს ფაქტიურად უმოქმედოა ქართული ხელისუფლება, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რასაც რეალური შედეგი არასდროს მოჰყოლია. საოკუპაციო ხაზთან, ასევე, მუშაობს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაც, რომელიც შორიდან აკვირდება მავთულხლართების გადმოწევის და გატაცების ფაქტებს, თუმცა მას იმხელა წონა არ გააჩნია, რომ დასავლეთს რეალურად გადაადგმევინოს ნაბიჯი მკაცრი ზომების მისაღებად.

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, დავით ქაცარავამ ჩამოაყალიბა ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. გუნდში გაწევრიანება ნებისმიერ მოხალისეს შეუძლია. მათი მიზანია, დაიცვან ქართული მიწა და აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება რუსების მხრიდან, რის გამოც 24 საათი მორიგეობით პატრულირებენ საოკუპაციო ხაზთან. პატრულირება რომ უაზრო დროის კარგვა არ არის, ძალიან კარგად გამოჩნდა სოფელ ატოცში, სადაც რუსებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყეს კილომეტრიანი ღობის დამონტაჟება, თუმცა „ძალა ერთობაშიას“ აქტიურობის შედეგად, ჯერჯერობით მხოლოდ ბოძებია ჩასმული და, შეიძლება ითქვას, ქართველები დაძაბულობის გარეშე აკონტროლებენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას.

მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ძალიან ცოტა ადამიანია ჩართული ანტიოკუპაციურ მოძრაობაში და, აქედან გამომდინარე, „ძალა ერთობაშია“ მთლიანად ვერ აკონტროლებს საოკუპაციო ხაზს. ასევე, მათ სახელმწიფოსგან შეზღუდული აქვთ გარკვეული უფლებამოსილებები, რაც ხელს უშლის მათი მიზნების ეფექტურად განხორციელებას.

რა შეუძლია საქართველოს რუსეთის შესაჩერებლად?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გარკვეული მეთოდი, რომელიც აღკვეთს ხალხის გატაცებებსა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევას. არსებობს სხვადასხვა ხერხი, მაგალითად: ტერიტორიის დანაღმვა, საგუშაგო პუნქტების საოკუპაციო ხაზთან სისტემურად განლაგება, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განვითარება და ა.შ.

დღეს საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური აშკარად არაეფექტურად მუშაობს, რაც რუსებს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი ქმედება განახორციელონ ჩვენს ტერიტორიაზე. ქართული სპეცსამსახურების შიში საერთოდ არ იგრძნობა არც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში და არც აფხაზეთში. ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელები კვლავ უსაფრთხოდ დადიან ქუჩაში. სწორედ ამიტომ, საჭიროა ქართული სპეცსამსახურების ამოქმედება, მტრის ზურგში სპეცოპერაციების ჩატარება, იქნება ეს ქართველი გმირების მკვლელების ლიკვიდაცია, დაშინება თუ საიდუმლო ინფორმაციების მოძიება.

რა შეუძლია მთავრობას: პირველ რიგში, უნდა გააქტიურდეს დაზვერვა, გაძლიერდეს წვდომა ოკუპირებულ რეგიონებთან და იქ მომხდარ თითოეულ დეტალს უნდა იცნობდნენ საქართველოს მთავრობაში, საჭიროების შემთხვევაში რომ შეძლონ საკუთარი მოქალაქეების დაცვა და მტკიცებულებების წარდგენა. 

საგუშაგო პუნქტების სისტემური განლაგება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინფორმაციის მიღების და გაცემის უსწრაფესი საშუალებაა, ასევე, რუსები ვეღარ გაბედავენ მარტივად საზღვრის გადმოწევას, რადგან მოუწევთ ქართული საგუშაგოების გადაკვეთა.

ადგილზე ნებისმიერი ქმედების აღკვეთაში ჩართული უნდა იყოს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც არ მისცემს რუს ჯარისკაცებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცონ ქართველები. უნდა შეეძლოთ მათი დახსნა.

ეს დააშინებს რუს სამხედროებს და მაქსიმალურად შემცირდება გატაცებათა რიცხვი, რუსები თავს დაანებებენ ქართველებზე მასიურად ნადირობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ლობი მაღალი რეპუტაციით სარგებლობდეს საერთაშორისო აპსარეზზე, რათა მსგავსი შემთხვევები დაუყოვნებლივ ეცნობოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურ ზომებს მიიღებენ მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად და ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ სანქციებს, რომლებიც ამუშავდება დამნაშავე მხარის წინააღმდეგ.

შეფარვით ღონისძიებებში იგულისხმება სპეცსამსახურების ჩართვა. ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის შემთხვევაში, მითუმეტეს, როდესაც მკვლელების სახელები და გვარები ცნობილია, უნდა მოხდეს კონკრეტულად იმ ხალხის ლიკვიდაცია, რომლებიც თვითონ მონაწილეობდნენ მკვლელობაში. სპეცსამსახურები იმისთვის არსებობენ ქვეყანაში, რომ მსგავსი დავალებები უხმაუროდ შეასრულონ. ამას ის შედეგი მოაქვს, რომ პირდაპირ ვერ დააბრალებენ ქართულ მხარეს დივერსიის მოწყობას და, ამავდროულად, აღგვიდგება დაკარგული რეპუტაცია, დაშინებული მტრები ასე მარტივად ვეღარ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და დახოცვას.
ქვეყანაში, რომ მსგავსი დავალებები უხმაუროდ შეასრულონ. ამას ის შედეგი მოაქვს, რომ პირდაპირ ვერ დააბრალებენ ქართულ მხარეს დივერსიის მოწყობას და, ამავდროულად, აღგვიდგება დაკარგული რეპუტაცია, დაშინებული მტრები ასე მარტივად ვეღარ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და დახოცვას.

საქართველოს მთავრობას შეუძლია პროვოკაციული ქმედებებისთვის სანქციები დაუწესოს საქართველოში მოქმედ რუსულ კომპანიებს. მაგალითად მაუწყებლობიდან გათიშონ რუსული არხები, გაუზარდონ გადასახადები სხვადასხვა რუსულ კომპანიებს (მაგ: Yandex Taxi, Maxime Taxi  და ა.შ).

ძალიან მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განვითარებაც. სოფლები უნდა იქცეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის სფეროდ, ხაზთან მდებარე სოფლები უნდა გადაიქცნენ განვითარებულ საგანმანათლებლო, სამედიცინო ცენტრებად. ათვისებულ და განვითარებულ ტერიტორიაზე კი ვეღარაფერს შეძლებენ ოკუპანტები.

რა შეუძლია საზოგადოებას: ქართული საზოგადოება ნაკლებადაა მიჩვეული ლიდერის გარეშე საკუთარი აზრის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლას, რის გამოც, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მტრების მიერ მოსყიდული ე.წ ლიდერები გამოდიან ფუჭი იდეებით და გამოჰყავთ ხალხი ისეთი იდეების დასაცავად, რომელიც არაპრიორიტეტულია და ამ ეტაპზე ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამისგან დასაცავად უნდა მივიღოთ შემდეგი ზომები:

განათლება არის უმთავრესი რამ, რაც ეხმარება ადამიანს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და მტერ-მოყვარის გარჩევაში. საჭიროა ახალგაზრდებმა მიიღონ სიღრმისეული განათლება ადრეული ასაკიდანვე, რათა არ გახდნენ მსხვერპლნი ანტიქართული პროპაგანდისა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლას.

უნდა გაიზარდოს ზეწოლა მთავრობაზე მშვიდობიანი აქციების გზით, რათა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ამ პრობლემის გადასაჭრელად. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა გარკვეულ პიროვნებებს! ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ რუსეთის შიში, თუ არ გვინდა მონობაში და განუვითარებელ სახელმწიფოში ცხოვრება.

საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ანტიოკუპაციურ მოძრაობაში. მოხალისეები უნდა შეუერთდნენ „ძალა ერთობაშიას“, ფიზიკურად და მატერიალურად. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ხელისუფლებასთან ერთად ხალხს მოტივაციას აუმაღლებს.

უნდა გაიზარდოს აქციების რაოდენობა და მასშტაბი ოკუპაციის წინააღმდეგ, არამარტო სხვადასხვა ქალაქში, არამედ საოკუპაციო ზოლთანაც. თითოეული მოქალაქე უნდა თვლიდეს თავს მოვალედ, იაროს ასეთ აქციებზე, რადგან ის ამით, პირველ რიგში, სამშობლოს ღირსებას დაიცავს და შემდეგ მთელს მსოფლიოს გააგებინებს ჩვენს ქვეყანაში არსებული უმთავრესი პრობლემის შესახებ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

ახმეტაში ხანძრის ჩაქრობისას 34 წლის მაშველი დაიღუპა

აბიტურიენტებისთვის 2019 წლის ცნობარი გამოქვეყნდა

ყველა სიახლე

სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23.01.2026
სამართალი

პროკურატურამ 88 პირს ბრალი წარუდგინა- ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი და მეთადონი

17:31; 23.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026
პოლიტიკა

86%-იანი ფასნამატი და ევროპაზე ორჯერ ძვირი პროდუქტები საქართველოში – კობახიძე ბიზნესს ფასების შემცირებას სთხოვს

14:36; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო