ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ევროკავშირი ეხმაურება.
“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ. რაც შეეხება ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ჩატარდა.
ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას”,_ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.