ევროპის ქვეყნები არ შექმნიან ერთიან არმიას რუსეთის მუქარის საპასუხოდ,_ აღნიშნული განცხადება reuters- ის ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გააკეთა.
მანამდე შაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროპას შეექმნათ ერთიანი არმია და თქვა, რომ კონტინენტი ვეღარ იქნება დარწმუნებული შეერთებული შტატებისგან დაცვაში და მხოლოდ ძლიერი არმიით მიიღებს ვაშინგტონის პატივისცემას.
ევროპული არმიის შექმნის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, სიკორსკიმ განუცხადა TVP World-ს: ”ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ამ ტერმინით, რადგან ადამიანებს სხვადასხვა რამ ესმით”.
მისი თქმით, ევროკავშირი ამჟამად აყალიბებს გაძლიერებულ ბრიგადას.
„თუ აშშ-ს სურს, რომ ჩვენ გავძლიერდეთ თავდაცვის სფეროში, მას უნდა ჰქონდეს ეროვნული კომპონენტი, ნატო-ს კომპონენტი, მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ევროკავშირის კომპონენტი, ევროკავშირის სუბსიდიები თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა გაზარდოს ჩვენი წარმოების უნარი, მაგრამ ასევე ევროკავშირის ძალა, რომელიც მისი სახელის ღირსია“, – თქვა სიკორსკიმ.