ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის თაკალანძე “უცხოური დაზვერვის” დავალებით, სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.
“მისი მიზანი იყო საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, სახელმწიფო, სამხედრო და სხვა საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება, მათი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის შესაქმნელად, საგარეო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის საზიანოდ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ ე.წ. “პროკურატურამ” სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით აღძრა.
“აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებს დე ფაქტო სუს-ი.
სუს-ში ადასტურებენ საქართველოს მოქალაქის დაკავებას.
როგორც უწყებაში განმარტავენ,ცხელი ხაზი გააქტიურებულია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან,-აცხადებენ სუსში.
ავტორი