ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მინისტრთა კაბინეტის ორ კვირაში გადაყენებას ითხოვს.
„თუ ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური არ შეასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და არ მოაწერს ხელს ბრძანებას ანტისახალხო მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოაცხადებენ ქალაქ სოხუმში საპროტესტო აქციის თარიღს,“- განაცხადა არუას ვეტერანთა ორგანიზაციის ლიდერმა თემურ გულიამ.
მთავრობის გადადგომის გარდა, ოპოზიცია, ასევე ითხოვს რუსეთისთვის ბიჭვინთაში ობიექტების გადაცემის შესახებ შეთანხმების გაუქმებას; გააუქმოს შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ; ელექტროენერგიის სოციალურად ორიენტირებულ ტარიფზე დაბრუნება; უარი თქვას „აპარტ-სასტუმროების და ბინების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე.
ამის შესახებ შვიდი პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის – “არუაას”, აფხაზეთის სახალხო მოძრაობის, აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის, “აფსნი”, “აამთა”, “ერთობა” და “ახაცას” ლიდერებმა გააკეთეს განცხადება.
ავტორი