ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 2022 წლის ოქტომბერ–დეკემბერში სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას apsnypress.info ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აფხაზეთში რეზერვში არ მყოფი და სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო გაწვევა განხორციელდება.
განკარგულების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.
დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციებს დაევალათ უზრუნველყონ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გაწვევისა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრული განხორციელება.
ავტორი